22 აგვისტო 2026,   07:43
ვრცლად
რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. ის იყო მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984).
1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში
1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი
1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

განხორციელებული დადგმები: მიშელ ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნოდარ დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ", გურამ დოჩანაშვილის "ჰარალეთი, ჰარალეთი", გურამ დოჩანაშვილის "მხოლოდ ერთი კაცი", ანზორ სალუქვაძის "ნანილი", გურამ დოჩანაშვილის "მფრინავი ხვლიკი ქართულა" და სხვ.

დღის ამბები