22 ივნისი 2026,   07:23
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში "ბრესტთან" დაპირისპირებაში Sofascore-მა 9,3-ით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტთა გამოსავლენი პლეი-ოფის მეორე შეხვედრები დასრულდა.

"ბრესტთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა, 9,3 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა", სახლში "ბრესტი" მიიღო და მის კარში შვიდი უპასუხო გოლი გაიტანა.


შეხვედრა კარგად ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა. ხვიჩა კვარაცხელიამ 39-ე წუთზე გოლი გაიტანა, 86-ე წუთზე კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მ 9,3-ით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია.

დღის ამბები