30 აგვისტო 2026,   16:44
ვრცლად
"ნულოვანი გავლენა ჰქონდა 5 რეზოლუციას და მეექვსე რეზოლუციასაც ნულოვანი გავლენა ექნება" - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნებისთვის" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია:

"რა ფასი აქვს იმ რევოლუციას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდზე დამყარებული და უგულებელყოფილია მილიონ ასი ათასზე მეტი ქართველის ნება-სურვილი და სადაც ზურაბიშვილია ისევ პრეზიდენტად აღიარებული. საერთოდ რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება, პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ ბარემ პრეზიდენტად. ის რკალი "დიფ სთეითთან" ბრძოლის ახლოვდება. რაც დონალდ ტრამპმა ბრძოლის ცეცხლი დაანთო ვაშინგტონში, ის აუცილებლად მივა ევროპულ ბიუროკრატიამდე. ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ. სანამ არ მოხდება ქართველი ხალხის ნების პატივისცემა, ცხადია, არანაირ ასეთ რეზოლუციას ფასი არ ექნება. ნულოვანი გავლენა ჰქონდა 5 რეზოლუციას და მეექვსე რეზოლუციასაც ნულოვანი გავლენა ექნება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".

არის მოწოდება აქციების დროს დაკავებულთა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მფლობელები. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.

დღის ამბები