ხუთ მილიონიანი პროექტი დიდ დიღომში. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციულ სივრცეს აწყობენ. ტერიტორია, სადაც ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, 2024 წლის ბოლოს რეკრეაციული ზონა გახდება - თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სივრცეები, ყველა თაობისთვის იქნება გათვლილი მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედნები - 2 ჰექტარზე განთავსდება, დამონტაჟდება გარე განათებები და ტერიტორია სრულად გამწვანდება, იგეგმება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა.
პროექტის მიხედვით, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციაც. ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობის სურვილით, თბილისის მერიას მოსახლეობას მიმართა.
დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დღეს თბილისის მერი მივიდა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახი კალაძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რეკრეაციული ზონები, ეტაპობრივად სხვა უბნებშიც მოეწყობა.
დიდ დიღომში, ახალი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი კარი გამოიყო, პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.