უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა კიევში, დაჭრილია ოთხი, მათ შორისაა 9 წლის ბავშვი. იერიშები იყო ოთხი რაიონის მიმართულებით.
მიმდინარეობს სახანძრო და სამაშველო ოპერაცია. განადგურებულია კორპუსები, საცხოვრებელი სახლები, ოფისები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.