23 ივნისი 2026,   00:31
ვრცლად
გერმანიაში, სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ჰამბურგში, რკინიგზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ქალაქ ბრემენისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12-ზე მეტი დაშავდა. მატარებელში სულ 250 მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები