22 აგვისტო 2026,   09:41
ვრცლად
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს, ფარცხანაყანების განყოფილებამ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავაზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი.
აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

დღის ამბები