30 აგვისტო 2026,   15:23
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა და გარე აქტორები მუდმივად დგამენ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებს, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კომისიას მუშაობა აუცილებელია, რათა საზოგადოებამ რეალობა დაინახოს.

"ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა უკვე მართლაც რეალურად დაინახა საზოგადოებამ. მუდმივად ხდება საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ, ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

დღის ამბები