აქტივისტი ისაკო დევიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტი ჩხრეკის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გამოკითხვაზე იმყოფებოდა ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი ილია ღლონტიც.
სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მათ თავადვე გაავრცელეს.
განმარტება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა განხორციელდა.