მიხეილ მესხის სტადიონთან, სადაც პრემიერ-მინისტრი და კახა კალაძე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ჟურნალისტებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ დაკავებული კოლეგის ფოტოსურათები. მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი უკვე 18 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება