22 აგვისტო 2026,   01:09
ვრცლად
"ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, "ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთვის 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების 8 ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

 

დღის ამბები