30 აგვისტო 2026,   18:35
ვრცლად
"ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი" - ირაკლი კობახიძე დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირების უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

მიღებულ გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე შანტაჟად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არაეფექტური იყო გასული ოთხი წლის განმავლობაში და კვლავ არაეფექტურად დარჩება.

კობახიძის თქმით, ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი.

"ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული ოთხი წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა, ერთადერთი ეს შემიძლია ვთქვა, ამასთან დაკავშირებით.

თავისთავად, ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები