22 აგვისტო 2026,   06:16
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა

 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ამჯერად ოფიციალური წერილით მიმართავენ მაუწყებელს და ითხოვენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მათივე თქმით, ეთერთან ერთად, ისინი ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს სამეურვეო საბჭოს წევრებმა. ტექსტში ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ცალკეული ლიდერების და აქტივისტების მოწოდებების გამო, რასაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.

მაუწყებლის ბორდის წევრები მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია.

 

დღის ამბები