კინოსახლში რეჟისორ მანანა ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მანანა ორბელიანი გაიხსენეს და ღონისძიების დასასრულს მაყურებელს მისთვის მიძღვნილი ვიდეოკოლაჟი აჩვენეს.
რეჟისორი 68 წლის ასაკში დაიღუპა. მას 30-მდე ფილმი აქვს გადაღებული.