23 ივნისი 2026,   23:57
ვრცლად
19 საკონკურსო ფილმი და სტუმრები 150-ზე მეტი ქვეყნიდან - ბერლინალეს გახსნამდე თვეზე ნაკლები რჩება

თებერვალში ყურადღების ცენტრში ბერლინი და რიგით 75-ე კინოფესტივალი მოექცევა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალამდე დარჩენილი დღეების ათვლა დაწყებულია. ვიდრე "ბერლინალე" პალასში მსსახიობები, ჟურნალისტები და კინემატოგრაფები შეიკრიბებიან, ჟიურის წევრებმა ნომინანტი ფილმები უკვე დაასახელეს. თანამედროვე კინოს გამორჩეულ სახეებს ბერლინი, წითელი ხალიჩით, 75-ედ შეხვდება.

წელს, "ბერლინალეს" რეჟისორ ტომ ტიკვერის დრამა "სინათლე" გახსნის. კინოსურათი საშუალო კლასის ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში მარცხდება. ფილმის მსოფლიო პრემიერა ფესტივალის სპეციალური გალასექციის ფარგლებში შედგება, მაყურებელი კი მას 20 მარტს იხილავს.

ფილმი, რომელიც არაერთი პრესტიჟული კინო დაჯილდოების სექციაში მოხვდა The Complete Unknown-ია. ჯეიმს მენგოლდის მიერ შექმნილ კინოსურათს "ბერლინალეს" კინოდაჯილდოებაზეც ვნახავთ. 

კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, ყოველწლიურად, "ბერლინალეს" დაჯილდოებაზე, საპატიო "ოქროს დათვი" გაიცემა. წელს კრიტიკოსებმა შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სვინტონი შეარჩიეს.

19 საკონკურსო ფილმი და სტუმრები 150-ზე მეტი ქვეყნიდან. მრავალფეროვანი პროგრამა და ვარსკვლავური შემადგენლობა - "ბერლინალეს" გახსნამდე თვეზე ნაკლები რჩება.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ბრძოლა ფილმებით - რომელი კინოსურათი დაიმსახურებს ფესტივალის მთავარ ჯილდოს - "ოქროს დათვს", ეს 23 თებერვალს გაირკვევა.

 

 

 

დღის ამბები