23 აგვისტო 2026,   17:01
ვრცლად
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს:

"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. 

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც.

ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები