ეთიოპიაში, ავტოკატასტროფის შედეგად, 71 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სიდამას რეგიონში, მგზავრებით სავსე სატვირთო მდინარეში გადავარდა.
არიან დაშავებულებიც. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მგზავრთა ნაწილი ქორწილში მიდიოდა.