23 ივნისი 2026,   05:56
ვრცლად
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49.9% აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დრაგან პრიმორაკმა კი 19.35%.

არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები