საახალწლო მზადებაა ნიუ-იორკში, სადაც 117-წლიანი ტრადიცია გრძელდება. ახალი წლის ღამის მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, თაიმს სქვერზე გაიმართება, სადაც ბროლის ბურთი დაეშვება. იქამდე, თაიმს სქვერზე უკვე გადმოყარეს ფერადი ფურცლები, სადაც ნიუ-იორკელებმა და ქალაქის სტუმრებმა საკუთარი სურვილები დაწერეს.
ტრადიციის მიხედვით, საახალწლო სურვილები აუცილებლად ასრულდება. სურვილების დაწერის ტრადიცია ნიუ-იორკში 1907 წლიდან არსებობს.