"მომავლის გზის" აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ. უწყების ხელმძღვანელობამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებიც მიუტანეს და სპეციალურად მომზადებულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.
ბავშვებმა ამ დღისთვის სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს. მსგავს ქველმოქმედებაში ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უკვე წლებია ჩართულია.