23 ივნისი 2026,   05:56
ვრცლად
ღაზაში, ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება - ალ-ვააფას ჰოსპიტალზე იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზაში. "ცახალის" იერიშის სამიზნე კვლავ ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-ვააფას ჰოსპიტალია. Al Jazeera-ს მონაცემებით, იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, კიდევ 23 პირი დაიღუპა ღაზაში სხვა ობიექტებზე ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად. არიან დაჭრილები.

"ცახალის" მიერ ღაზაში კამალ ადვინის ჰოსპიტალში ჩატარებული რეიდის შედეგად დაკავებული ჰოსპიტლის დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალებმა ღაზაში თვითნებურად სასამართლოსა და ბრალდების გარეშე ასობით მედიკოსი დააკავეს.

დღის ამბები