23 ივნისი 2026,   01:25
ვრცლად
აშშ-ში მაშველებმა 174 მოთხილამურე და სნოუბორდისტი გადაარჩინეს [ვიდეო]

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგიროს დაზიანების გამო, 174 მოთხილამურისა და სნოუბორდისტის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, Winter Park Resort-ში, საბაგირო ავტომატურად გაჩერდა, როდესაც სისტემამ ლიფტის სტრუქტურულ ნაწილში ბზარი აღმოაჩინა.

კურორტის წარმომადგენლის განმარტებით, საბაგირო გზის გონდოლებში მყოფი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების ევაკუაციის პროცესი, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა, თითოეული მგზავრი ინდივიდუალურად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩამოიყვანეს. 

დღის ამბები