23 ივნისი 2026,   02:42
ვრცლად
სირიაში რუსულ სამხედრო ბაზაზე ძლიერი შეტევა განხორციელდა

სირიაში ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ძლიერი შეტევა განხორციელდა.

განადგურებულია იარაღისა და რაკეტის საწყობი. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელის სამხედროები ინტენსიურად აფეთქებენ ფლოტს, საწყობებსა და ქიმიური იარაღის ქარხნებს, რათა ისინი ახალი ხელისუფლების ხელში არ მოხვდეს.

"ცახალი" აგრძელებს ბუფერულ ზონაში, გოლანის სიმაღლეებს შორის ტერიტორიის დაკავებას. სირიელი მეამბოხეები კი განმარტავენ, რომ ისრაელის თავდასხმების მიუხედავად ისინი ახალი კონფლიქტებით დაინტერესებული არ არიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, სირია უკვე დატოვა რუსეთის, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიური კორპუსის ნაწილმა.

დღის ამბები