30 აგვისტო 2026,   14:05
ვრცლად
ესტონეთმა სანქციები საქართველოში 14 თანამდებობის პირს დაუწესა

ესტონეთმა სანქციები საქართველოში 14 თანამდებობის პირს დაუწესა, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X ზე წერს.

"ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს", - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დღის ამბები