30 აგვისტო 2026,   16:51
ვრცლად
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული პროგრესი - ანგარიშში, რომელიც "მანივალიმა" საქართველოზე გამოაქვეყნა, წერია რომ გასულ წლებში გამოვლენილი ხარვეზები გასწორებულია

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული პროგრესი - ვრცელ ანგარიშში, რომელიც ევროსაბჭოს ორგანიზაცია "მანივალიმა" საქართველოზე გამოაქვეყნა, წერია რომ გასულ წლებში გამოვლენილი ხარვეზები გასწორებულია. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოსთვის გაცემული 40 რეკომენდაციიდან ამჟამად შეუსაბამობაში მხოლოდ ერთი მოდის და ის არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წელს, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში, საქართველოს მიერ შეტანილი ცვლილებები, იმ დროისთვის არსებულ ხარვეზებს ეხებოდა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეგრეთწოდებულ ოფშორების კანონთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი საბოლოოდ დაესვა.

"მანივალის" ანგარიშში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული. კომიტეტის 27 წევრი ქვეყნიდან აქცენტი მხოლოდ 7 ქვეყანაზეა გაკეთებული, მათ შორისაა საქართველოც. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით, ეუთოს მხარდამჭერი პოზიციებიც გასათვალისწინებელია.

ე.წ. ოფშორების კანონთან დაკავშირებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, მთავრობის ადმინისტრაციასა და ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებიც შეიმუშავა. უწყებამ "მანივალის" ექსპერტთა კომიტეტისგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო. ფინანსურ მონიტორინგში ამბობენ, რომ ორგანიზაციის მხრიდან მიღებული გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფშორების საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს და ის ევროპულ სტანდარტს სრულად შეესაბამება.

"მანივალის" ანგარიშის შინაარსში არ შედის ოპოზიცია და ამტკიცებს, რომ ეგრეთწოდებული ოფშორების კანონი გასაუქმებელია.

ევროპის საბჭოს "მანივალის" ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშმა მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"მანივალი" ევროპის საბჭოს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს.

დღის ამბები