30 აგვისტო 2026,   15:16
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ გამართულ საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ

პროტესტის მე-15 ღამე რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი იყო. გუშინდელ აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან, ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ.

"მნიშვნელოვანია ევროპული საქართველოს ნების გამოხატვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების დარწმუნება არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ევროპის წევრ ქვეყნებშიც, რომ არ შეშინდნენ და იბრძოლონ, როგორც ახლა ქართველები იბრძვიან," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.

წინა რამდენიმე ღამის მსგავსად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამართალდამცველებს სპეციალური ღონისძიებები არ გამოუყენებიათ. შეკრება დემონსტრანტებმა ტრადიციულად საღამოს 19:00 საათისთვის დაიწყეს და პროტესტი ღამის პირველი საათისთვის დაასრულეს.

 

დღის ამბები