23 ივნისი 2026,   04:31
ვრცლად
27 წლის ცნობილი ბლოგერი 25-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - შემთხვევა რუსეთში მოხდა

რუსეთში, პარგოლოვოს დასახლებაში 27 წლის ცნობილი YouTube-რი, საცხოვრებელი სახლის 25-ე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დიმიტრი კოსტენკოვის ცხედარი მაღალსართულიანი სახლის ეზოში იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ის 25-ე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.

პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და შემთხვევის ადგილზე არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. მათივე ცნობით, ამჟამად შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დიმიტრი კოსტენკოვი ინტერნეტსივრცეში ცნობილი იყო Amoral-ის ფსევდონიმით. მას YouTube არხზე 600 000 გამომწერი ჰყავდა. მისი არხი, ძირითადად, პოდკასტებზე და სხვა ბლოგერების კონტენტის ანალიზზე იყო ორიენტირებული.

დღის ამბები