23 ივნისი 2026,   08:24
ვრცლად
ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა - განცხადება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქმეში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი და აშშ-ის ორი მოქალაქე, რომლებიც 7 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

თავად შაქერი აშშ-დან 2008 წელს დაარეპორტეს და თანამზრახველთა ქსელს იყენებდა - რივერასა და ლოუდგოლტს.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორის, მერიკ გარლენდის განცხადებით, დონალდ ტრამპის გარდა ირანული რეჟიმი აშშ-ში სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ირანული რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.

დღის ამბები