23 ივნისი 2026,   08:14
ვრცლად
კამალა ჰარისი თუ დონალდ ტრამპი - აშშ 47-ე პრეზიდენტს ირჩევს

კამალა ჰარისი თუ დონალდ ტრამპი - ხვალ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის 47-ე მეთაურის პოსტზე დემოკრატიული პარტიიდან კენჭს იყრის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რესპუბლიკელების პარტიიდან კი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ხვალვე კონგრესის წევრების და ზოგიერთ შტატში გუბერნატორების არჩევნებიც გაიმართება.

"ეს წელი რთული იყო ღაზაში სიკვდილისა და ნგრევის მასშტაბის, სამოქალაქო მსხვერპლისა და ლიბანში იძულებით გადაადგილებულთა გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია და როგორც პრეზიდენტი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, დავასრულო ტანჯვა ღაზაში, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თვითგამორკვევის უფლება, ამიტომაც ბოლო საათებში მოდით გვახსოვდეს, რომ ჩვენი ერთობის გააზრებაში ძალაა, რომ თქვენი ხმა რომელიც თქვენ გეკუთვნით ძალაა, ძლიერები ხართ და ეს გახსოვთ, ამიტომ დღეს მიჩიგანს ვეკითხები - მზად ხართ თუ არა, რომ თქვენი ხმა გაგონილი იყოს, გვჯერა თუ არა თავისუფლების, გვჯერა თუ არა შესაძლებლობების, გვჯერა თუ არა ამერიკის დაპირების, მზად ვართ თუ არა მისთვის ვიბრძოლოთ, როდესაც ვიბრძვით ჩვენ ვიმარჯვებთ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

წინასწარი მონაცემებით, ორივე მათგანს ამომრჩევლის თანაბარი მხარდაჭერა აქვს. ჰარისს და ტრამპს განსხვავებული ხედვები აქვთ, მათ შორის, ეკონომიკის, სახელმწიფო ვალის, აბორტის, იმიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლის, იარაღის ტარების, კლიმატის ცვლილების და საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევების მიმართ.

"ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ წადით და ხმა მიეცით. ჩვენ დავასრულებთ ამ საქმეს და წვეულების დრო გვექნება. ეს ყველაფერია რაც უნდა იცოდეთ. კამალას გაფუჭებულს მე გამოვასწორებ. ამას ჩვენ ძალიან სწრაფად გავაკეთებთ. ჰარისმა ფიცი გატეხა, გაანადგურა ჩვენი სუვერენული საზღვარი შემოუშვა დაჯგუფებების და კრიმინალი მიგრანტების არმია. მხედველობაში მაქვს რომ ჩვენთან ათეულობით ათასი მიგრანტი ჩამოდის. ეს დამნაშავეები ციხეებიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან არიან", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები