ისრაელი ერაყს აფრთხილებს, რომ თუ პროირანული გასამხედროებული ძალები ისრაელზე თავდასხმებს განაგრძობენ, ისრაელი ერაყში სამიზნეებს დაარტყამს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “საუდი ელაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი ბალისტიკური რაკეტებისა და შესაბამისი აღჭურვილობის ერაყის ტერიტორიაზე გადატანაზე მუშაობს, რათა შემდგომ, სავარაუდოდ, ის ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმისთვის გამოიყენოს.