თელ -ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ყველა დარჩენილი მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ითხოვდნენ, პრემიერი ნეთანიაჰუ კი მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს.
ანტისამთავრობო აქციები თელ-ავივის პარალელურად ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.