უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსებმა დონეცკის ოლქზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. რუსები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქსაც, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც არიან. შეტევა იყო ხარკოვზეც. არიან დაშავებულები.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გუშინ კიევსაც შეუტიეს. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.