23 ივნისი 2026,   00:20
ვრცლად
ბერლინში, რკინიგზის სადგურზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ბერლინში, არენსფელდის რკინიგზის სადგურზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. ინფორმაციას bild-ი ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ფედერალური პოლიცია. შემთხვევის შედეგად, სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

მეხანძრე-მაშველების განმარტებით, ადგილზე მისვლის დროს, მატარებლის 3 ვაგონი უკვე სრულად იყო ცეცხლის ალში გახვეული. პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები