23 ივნისი 2026,   05:37
ვრცლად
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში, მონაწილეობა მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან საკუთარი არჩევანი მშობლიურ დელავერის შტატში დააფიქსირა, სადაც ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

ეს პროცესი დელავერის შტატში გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ვადამდელი ხმის მიცემის მიზანი, როგორც წესი, ძირითადად ამომრჩეველთა მონაწილეობის გაზრდაა და ამერიკაში ის რამდენიმე შტატში მიმდინარეობს.

ხმის მიცემის შემდეგ ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ღონისძიების შესახებ, სადაც მიწვეულმა კომიკოსმა რასისტული გამონათქვამები გამოიყენა. ბაიდენმა ამ კამპანიას სამარცხვინო უწოდა.


დღის ამბები