02 სექტემბერი 2026,   18:04
ვრცლად
Volkswagen-ი გერმანიაში ავტომობილების ქარხნების დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ავტომობილების ქარხნების დახურვას გეგმავს. ავტომწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შექმნილი კრიზისით ახსნა. ოპტიმიზაციას კომპანიაში დასაქმებულები პროტესტით შეხვდნენ. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეხვედრა.

Volkswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა, 21 000 შეკრებილ თანამშრომელს ვოლფსბურგში მიმართა და თქვა, რომ პანდემიის შემდეგ ევროპაში ავტომობილების მოთხოვნის კრიზისია. კომპანიამ ნახევარ მილიონამდე მანქანა ვერ გაყიდა, ამ ოდენობას ერთ წელიწადში ორი ქარხანა აწარმოებს.

დღის ამბები