18 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა - ვინ გახდება გამარჯვებული, ცოტა ხანში გახდება ცნობილი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი, რომელშიც ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ, ოთხ წონით კატეგორიაში მოეწყო.

ტურნირს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან.

ვინ გახდება გამარჯვებული ცოტა ხანში გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს პრემიერ-მინისტრი დააჯილდოებს. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდება.

თავად სპორტსმენების განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლების დღეს აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა სპორტსმენებისთვის.

“ძალიან კარგი შეჯიბრი არის, მადლობა ორგანიზატორებს. მივიღე მონაწილეობა 75კგ-ში და დავიკავე მესამე ადგილი. ძალიან რთული მეტოქეები მყავდა, მომიწია ბევრი შრომის ჩადება,,“ – აცხადებს მოჭიდავე საბა არავიაშვილი

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია.

  

დღის ამბები