რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, TASS-ის ცნობით, კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა.
ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.
სააგენტოს ცნობით, დაკარგულების საძებნად უკვე გაგზავნეს ერთი თვითმფრინავი, ხოლო კიდევ ერთი ვერტმფრენი Mi-8T და სახმელეთო სამაშველო ჯგუფი სამაშველო ოპერაციაში ჩართვისთვის მზად არის.