ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერი ჯენინში ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი.
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება "ჰამასმა" ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.
საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში კიდევ 12 პალესტინელი ემსხვერპლა. შედეგად, არიან დაშავებულებიც.