23 ივნისი 2026,   00:42
ვრცლად
იაპონიაში, ტაიფუნის მიერ გამოწვეული ძლიერი ქარის გამო, თვითმფრინავები დაფრენას ვერ ახერხებენ - ვიდეო

იაპონიაში, ტაიფუნ “შან-შანის” მიერ გამოწვეული ძლიერი ქარის გამო, თვითმფრინავები დაფრენას ვერ ახერხებენ. ფუკუოკას აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი იძულებული გახდა დაფრენის პროცესი შეეწყვიტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქარიშხალი, რომელიც ამ დროისათვის "ძლიერი ტროპიკულის შტორმის" დონემდეა დასუსტებული, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც იაპონიას დაატყდა თავს.

იაპონიის სამხრეთით, 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ევაკუაციის შეტყობინება მიიღო, რადგან ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონე იყო გააქტიურებული.

ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით საცხოვრებელი სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ტოკიომდე ამ შაბათ-კვირას მიაღწევს.

დღის ამბები