ბაიდენმა შესაძლო ბირთვული დაპირისპირებისთვის ამერიკის ჯარის მზადების ახალი გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის მიხედვით, შტატები ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობას ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან განიხილავს.
გასულ წლებში ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ მოსკოვი, პეკინი და ფხენიანი საკუთარ ატომურ პოტენციალს დააახლოებდნენ. ახლა კი რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფონზე ამერიკამ საკუთარი ბირთვული დოქტრინა შეცვალა.
თეთრ სახლში გამოცემის ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ბაიდენს მსგავსი დოკუმენტი არ მიუღია.