23 ივნისი 2026,   01:56
ვრცლად
"რუსეთის ყველა პოზიციას მაქსიმალური დანაკარგი უნდა მივაყენოთ, ახლა ამას ვაკეთებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

კურსკის ოლქში საომარი მოქმედებები გრძელდება - უკრაინის ჯარი რუსეთში 1 150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიასა და 82 დასახლებას აკონტროლებს. უკრაინის ძალებმა მდინარე სეიმზე ხიდი ააფეთქეს, რის გამოც რეგიონი რუსეთისგან იზოლირებული აღმოჩნდა. შეწყვეტილია რუსი სამხედროების მომარაგებაც.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების მიზანი კრემლის მოლაპარაკებებში ჩართვის იძულებაა.

"ვხედავთ, რომ ოკუპანტს დანაკარგები აქვთ. ეს ჩვენი თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის მომარაგების ხაზები დავანგრიოთ და ოკუპანტის რეზერვები გამოვფიტოთ. რუსეთის ყველა პოზიციას მაქსიმალური დანაკარგი უნდა მივაყენოთ, ახლა ამას ვაკეთებთ. ძალისხმევისა და გაუტეხელობის გამო, ჩვენს ყველა მეომარს მადლობას ვუხდით. მთავარსარდალმა სირსკიმ დონბასში, ტორეცკისა და პოკროვსკის საბრძოლო მიმართულებებზე ჩვენი თავდაცვის მიზნების შესახებ მომახსენა. მოვისმინე კურსკის ოლქში ჩვენი წინსვლის შესახებ. ჩვენი სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსი სამხედროების ლიკვიდირებას ვახდენთ," - აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები