ტოკიოში, ტაიფუნ "ამპილის" მოახლოების გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული, გაუქმებულია ფრენები. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ქალაქ მობარაში დაახლოებით 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გახსნეს.
როგორც ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, გაუქმებულია 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა.
იაპონური მედიის ცნობით, ფრენების გაუქმება, დაახლოებით, 90 000 ადამიანს შეეხება.
ამასთან, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.