ჩინეთში, კრემატორიუმიდან 4 000-ზე მეტი ცხედარი გაიტაცეს.
კრიმინალური დაჯგუფების წევრები ცხედრებს სამედიცინო პროთეზების - ალოგენური ძვლის გრაფტების დასამზადებლად იყენებდნენ.
კრიმინალებმა, ცხედრების გატაცებით, დაახლოებით, 53 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს. სისხლის სამართლის საქმეზე 75 პირი დააკავეს.
კრიმინალურ დაჯგუფებასთან კრემატორიუმის თანამშრომლები იყვნენ კავშირში.