თურქეთმა "ინსტაგრამზე" შეზღუდვა მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, თურქეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ინსტაგრამის" ხელმძღვანელობა დათანხმდა, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან მთავრობის შეშფოთების გადასაჭრელად.
თურქეთს "ინსტაგრამზე" შეზღუდვა 9 დღის განმავლობაში ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა "ინსტაგრამის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, "ინსტაგრამში" "ჰამასის: ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნის შეფასებით, "ინსტაგრამი" ცენზურას ცდილობს.