23 ივნისი 2026,   08:40
ვრცლად
ღაზაში, ჰუმანიტარულ ბანაკზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღაზაში ჰუმანიტარულ ბანაკზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, სკოლა, რომელშიც ჰუმანიტარული ბანაკი იყო განთავსებული, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წევრები აფარებდნენ თავს.

ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად უსაფრთხოების საკითხებში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერი მოკლა. სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ვაშინგტონი ისრაელს 3,5 მილიარდ დოლარს გადასცემს ამერიკული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ბეირუთში ჰამასის ლიდერის და ჰეზბოლას მეთაურის მკვლელობის შემდეგ რეგიონი კონფლიქტის ზღვარზეა.

დღის ამბები