23 ივნისი 2026,   13:42
ვრცლად
ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პროცესის განახლებას დათანხმდა

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პროცესის განახლებას დათანხმდა - ამერიკის შეერთებული შტატების, ყატარის და ეგვიპტის მთავრობებმა ისრაელს და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ ერთობლივად მოუწოდეს.

როგორც ცნობილია დიპლომატიური პროცესი დოჰაში ან ქაიროში შედგება. BBC-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების განახლება ირანსა და ისრაელს შორის "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის გამო ვითარების დეესკალაციისთვის მიმართული ნაბიჯია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ისრაელის მხარე მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას 15 აგვისტოს გაგზავნის. ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს", ამ დრომდე, საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ჩვენ სამხედროებს, ქვეყნის დაცვის გზაზე, დიდ წარმატებას ვუსურვებ. ვაგრძელებთ გამარჯვებისკენ სვლას. ვიცი, რომ ისრაელის მოქალაქეები საგანგებო სიტუაციის რეჟიმში არიან. თქვენ მიმართ ერთი მოწოდება მაქვს. იყავით ყურადღებით და მშვიდად. ჩვენ მზად ვართ თავდაცვისა და შეტევისთვის. იმისთვის, რომ ჩვენს მტერს დავარტყათ და იმისთვისაც, რომ თავდასხმები მოვიგერიოთ," - აცხადებს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები