ამერიკულ დაზვერვას მიაჩნია, რომ ირანი უახლოეს მომავალში ისრაელზე დარტყმის განხორციელებისგან თავს შეიკავებს, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს. გამოცემამ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებული ოფიციალური პირებისგან ანონიმურად მიიღო.
ამავდროულად, ირანული მედიის ცნობით, ფაქტი, რომ თეირანი ისრაელზე დარტყმისგან თავს შეიკავებს, ადგილობრივ მოქალაქეებში შესაძლოა უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბული რჩება. რიგი ავია კომპანიები თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აუქმებენ, საელჩოები კი საკუთარ მოქალაქეებს, კონფლიქტის გამო, რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებენ.