ულტრამემარჯვენეების ანტისაიმიგრაციო გამოსვლების შემდეგ, ბრიტანეთი ცდილობს, ქვეყანაში ვითარება დაასტაბილუროს - მოქალაქეს, რომელმაც საუთ-პორტში, ძალადობრივი აქციების დროს, პოლიციელს მუშტი დაარტყა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 58 წლის დერეკ დრამონდი იყო იმ ჯგუფში, რომელიც სკანდირებდა "რასისტულ შეძახილებს" მუსლიმთა თემის და "აგრესიულ შეძახილებს" პოლიციის ოფიცრების მიმართ.
ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 წლის ლივერპულელ მამაკაცს, რომელმაც პოლიციის ავტომობილი დაწვა, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.