23 ივნისი 2026,   08:23
ვრცლად
ჯანდაბა რეაქციონერებს, ყველას, ვისაც სურს ჩვენი ჩათრევა ყველას წინააღმდეგ ომში! - პარიზის მერი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკას გამოეხმაურა

პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკას გამოეხმაურა.

"ჯანდაბა რეაქციონერებს, ჯანდაბა ამ ულტრამემარჯვენეებს, ყველას, ვისაც სურს ჩვენი ჩათრევა ყველას წინააღმდეგ ომში -განაცხადა პარიზის მერმა და ორიგინალში სიტყვა "f*ck" გამოიყენა.

ან იდალგოსთვის ეს არის მთელი პარიზული იდენტობა.

"არის აღფრთოვანება ამ წარმოუდგენელი ქალაქის მიმართ, რომელიც ბევრს არ ესმის, და ამავე დროს არის პარიზისადმი სიძულვილის ორკესტრირება. რატომ? რადგან პარიზი არის ყველას თავისუფლების ქალაქი, ლგბტქი+ თავშესაფარი, ქალაქი, სადაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ქალაქი, სადაც არის ქალი მერი, მემარცხენე, რომელიც, გარდა იმისა, რომ უცხოელი და ორნაციონალური წარმოშობისაა, ასევე არის ფემინისტი და გარემოსდამცველი," - განაცხადა ან იგალგომ.

დღის ამბები