ხარკოვში, საავადმყოფოზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაიღუპა ერთი ადამიანი.
რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე "ისკანდერის" ტიპის რაკეტიტ განახორციელა თავდასხმა რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიჭრა. ფრონტზე შეტაკებები არ წყდება უკრაინის გენშტაბის მონაცემებით გასულ ღამეს ყველა საბრძოლო მიმართულებებზე 107 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა ჟელანოეს, ნიუ-იორკის და გლუბოკოეს დასახლებული პუნქტების მიმართულებებით წინ წაწევა შეძლეს ინფორმაციას პორტალი ""დიფსთეითი"" აქვეყნებს.